Monday, November 17, 2014

დღე მეეცხრე
დღეს ჩვენი მეცადინეობის ბოლო დღეა!
დამთავრდა რთული ,მაგრამ საინტერესო ტრენინგი,ვისწავლეთ უამრავი მასალა,
განსაკუთრებით საინტერესო იყო ლინკის მიბმა ჩვენს ბლოგზე.
  შევქმენით პროექტის პორტფოლიო და მოვაწყვეთ  მისი პრეზენტაცია.გავეცანით ჯგუფის წევრები ერთმანეთის ნაშრომს და გავაკეთეთ უკუკავშირი და შეფასებები.
დიდი მადლობა გვანცა სალიას,ჩვენს ტრენერს მოთმინებისათვის და საინტერესო
გაკვეთილებისათვის.იმედი მაქვს არ დაგვზარდება შემდეგშიც კონსულტაციებს.

Sunday, November 16, 2014

დღე მე-8
  დღეს შევისწავლეთ საქაღალდის შექმნა გმაილში,ამ საქაღალდეში დოკუმენტების ჩაშენება.
  პროექტის პორტფოლიო შექმნა და მასში დოკუმენტების გადატანა.
შეგვიძლია ფონის შეცვლა ჩვენი გემოვნებით და გაფორმება.
  მნიშვნელოვანი იყო შეფასების  რუბრიკების გამოყენების შესწავლა.
ვფიქრობ ,რომ  ტრენინგებზე მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.          კარგია ,რომ ჩვენ არ ვკარგავთ დროს პროექტზე მუშაობის დროს გაფორმებებზე და სტილზე,არამედ გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ უკვე გამზადებული შაბლონები

Monday, November 10, 2014

დღე მეშვიდე
დღე მნიშვნელოვანი იყო-გავიგეთ თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი მოსწავლეთა ინტელექტისა და დონის შესაბამისად.რათა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სააზროვნო დონის  განვითარებას.
მნიშვნელოვანი იყო ცემთვის რესურსებისა და რუბრიკების გამოყენებაზე მუშაობა,ადრეთვე გარდნერის და ბლუმის გამოყენებაზე მუშაობა პროექტის დაგეგმვის დროს.იმედი მაქვს  აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მუშაობის დროს

Saturday, November 8, 2014

8 ნოემბერი,მეექვსე დღე
დგეს ვიმუშავეთ უკუკავშირზე.გავეცანით კოლეგების პროექტებს,და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები და შეფასებები,რომლებიც შემდეგ გადავუგზავნეთ ერთმანეთს.
ვისწავლეთ ვიდეოს ჩაშენება.
შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის შედგენა სლაიდების საშულებით.და განვიხილეთ მასში წარმოსადგენი მასალების შეტანა

Monday, November 3, 2014

5 დღე


დღევანდელ მეცადინეობაზე გავაგრძელეთ პროექტის შედგენაზე მუშაობა.დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება სტანდარტიდან გამომდინარე და ვისწავლეთ მათი სტანდარტებთან დაკავშირება ვისწავლეთ უკუკავშირიის ფორმები და ჩვენი პროექტი გადავუგზავნეთ ერთმანეთს განსახილველად. მეცადინეობა იყო რთული ,მაგრამ ნაყოფიერი.იმედი მაქვს ამ ცოდნას გამოვიყენე ჩემს მუშაობაში,რა თქმა უნდა თუ ყველაფერი დავიმახსოვრე!!!!

Monday, October 27, 2014

27 ოქტომბერი
დღეს ტრენინგის მესამე დღეა
ვისწავლეთ პროექტის შედგენის დროს კითხვების გამოყენება,როგორიცაა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-ზოგადი,თემატური და საკვანძო კითხვები.
შევადგინეთ ბუკლეტები

Friday, October 17, 2014

დღე პირველი

1 დღის რეფლექსია (17 ოქტომბერი)

დღეს მეცადინეობაზე განვიხილეთ პროექტებზე მუშაობის მნიშვნელობები გაკვეთილზე და პროექტების შაბლონები.ეს რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხეხმარება მოსწავლეების მიერ გაკვეთილის თემის უკეთ ათვისებაში და მოსწავლეთა დაინტერესებაში. მოსწავლეები აქტიურად ჩაებმებიან გაკვეთილის პროცესში და პრაქტიკულად განახორციელებენ თემის შესწავლის დროს წამოჭრილი პრობლემის მოგვარებას.
შევქმენით ახალი ბლოგი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პორტფოლიოზე მუშაობა,რაზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა დღეს.
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას საინტერესო და ნაყოფიერი  მუშაობისათვის და დაუზარელი განმარტებებისათვის.